logo
ENG



თბილისი როგორც კლუბური ცხოვრების ცენტრი - რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ სცენას

24 მაი 202019:48
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიამ და უმოძრაოდ დარჩენილმა ეკონომიკამ, მრავალ სხვა სფეროსთან ერთად, მძიმე დღეში ჩააგდო თბილისის საკლუბო სცენაც.

კლუბები, რომლებიც ყოველ პარასკევს მრავალი ადამიანისთვის ემოციების გაცვლის და ახალი ენერგიის შეძენის ადგილი იყო, დღეს უსიცოცხლოა. ეს სცენა ღამის თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახლდათ. 

კლუბების დამფუძნებლებმა შეძლეს და თბილისი ამ მხრივ ევროპის ლიდერ დედაქალაქებს გაუტოლეს, ბევრს კი გაუსწრეს კიდეც. ახლა ეს ყველაფერი შეიძლება დაინგრეს და განადგურდეს. ჯერი სახელმწიფოზე და მის კეთილ ნებაზეა. გაურკვეველია, რამდენად მოინდომებენ კულტურის იმ სფეროს გადარჩენას, რომელიც არაა მხოლოდ გასართობი ბიზნესი და რომელიც ქვეყნის სოციალურ-კულტურულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი აქტორია

გაიგეთ, რა პრობლემების წინაშე დგანან კლუბები საქართველოში - "დროების" სიუჟეტიდან. 


close დახურვა